The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გარსევან კურდღელაიძე

გარსევან კურდღელაიძე
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 1983  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შენაქო, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1956 წელს.

1957 წელს მიიწვიეს ანტრაქტიდის მე-3 საბჭოთა ექსპედიციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ორი წელი დაჰყო. შემდეგ ანტრაქტიდის სამეცნიერო-კვლევით სადგურ "კომსომოლსკაიაზე". აღნიშნული მუშაობის შედეგად გამოაქვეყნა წიგნი - "ანტრაქტიდის დღიური". 1970 და 1971 წლებში ორჯერ იყო მიწვეული სსრკ ჰიდრომეტსამსახურის ოკეანოლოგიურ ექსპედიციებში გემ "მუსონზე", რომელიც ატლანტის ოკეანეს იკვლევდა. მისი უშუალო მონაწილეობით სრულდებოდა ბათიმეტრული და ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებანი. 1959 წლიდან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქ იგი სათავეში ჩაუდგა ქართველ გლაციოლოგთა ექსპედიციებს და წლების მანძილზე მუშაობდა მთის მყინვარებზე და მდინარეებზე. ამ სამუშაოთა საფუძველზე დაწერა 50-ზე მეტი ნაშრომი, რომელთა მეტი ნაწილი გამოქვეყნებულია. მონაწილეობდა საქართველოს მყინვართა კატალოგის შედეგნაში (1975). იგი სწავლობდა აგრეთვე მღვიმე-გამოქვაბულებს აფხაზეთ-სამეგრელოში. მუშაობდა გეოგრაფიის ისნტიტუტის სიონის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში, სადაც აწარმოებდა კომპლექსურ დაკვირვებებს, რის საფუძველზეც გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი. გარდა ამისა, იგი საინტერესო წერილებს ბეჭდავდა ჟურნალ-გაზეთებში, იყო თვითმოქმედ ხელოვანთა რამდენიმე გამოფენის მონაწილე.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.165;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.238

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: