Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე ლაზარაშვილი-ჯიბლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1975 წელს. 1974 წლიდან პერიოდულად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ლაბორანტის თანამდებობაზე; 1976 წლიდან შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სპეციალური განათლების სისტემაში; 1997 წლიდან მუშაობს თბილისის სამგორის რაიონის განათლების განყოფილებაში გეოგრაფიის სწავლების მეთოდისტად; აქვე, რაიონის სკოლების ბაზაზე ჩამოაყალიბა "მცირე გეოგრაფიული საზოგადოება". მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ინჟინრის თანამდებობაზე. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საშუალო სპეციალური განათლების სისტემაში. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი ეხება მეთოდურ საკითხებს. მისი თანაავტორობით გამოიცა "სამუშაო რვეულები გეოგრაფიაში" VIII და IX კლასებისათვის (1998). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.166
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |