Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ლაისტერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახტა, სომხეთი. დაამთავრა ქ. ხარკოვის უნივერსიტეტი 1907 წელს. 1907-1911წწ. იცვლიდა სამუშაო ადგილებს, მუშაობდა გროზნოში. 1923 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში. იყო საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი და კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში; 1937 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვეყანათმცოდნეობის კათედრის პროფესორია; 1939-1941წწ. ამავე კათედრის გამგე. 1913-1929წწ. რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების (1924 წლიდან საქართველოს გეოგრაფიუილ საზოგადოება) სწავლული მდივანია და მისი პერიოდული გამოცემის რედაქტორი; 1931-1934წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო განყოფილების სწავლული მდივანია. ალექსანდრე ლაისტერი გეოგრაფიის ყველა დარგში ჩახედული, მრავალმხრივი მკვლევარი იყო. იგი სათავეში ედგა "ამიერკავკასიის გეოგრაფიული ლექსიკონის" რედაქციას. აღსანიშნავია მისი კვლევები კავკასიის ფიზიკური გეოგრაფიის დარგში. მისი ნაშრომები იყო აგრეთვე ზოოლოგიაში, ჰიდროლოგიაში, ეთნოგრაფიასა და ალპინიზმის ისტორიაშიც. 1908 წლიდან ამ საკითხებზე არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა სხვადასხვა ჟურნალებში და კრებულებში. მან გ. ჩურსინთან ერთად შეადგინა და გამოაქვეყნა ორი წიგნი, რომლებშიც შეჯამებულია კავკასიისა (1924) და ამიერკავკასიის (1929) შესახებ მოპოვებული მთელი გეოგრაფიული ცოდნა. იგი ბრწყინვალე ორატორი და ლექციების წამყვანი იყო. ლექციებს კითხულობდა რუსულად და სტუდენტები, რომლებიც ცუდად ფლობდნენ რუსულ ენას, მაინც დაძაბული ყურადღებით უსმენდნენ. პროფესორი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.166-167; წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.270-271 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |