The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ კალანდაძე

თენგიზ კალანდაძე
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პირველი მაისი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1962-1992წწ. ეწეოდა სამეურნეო-ადმინისტრაციულ საქმიანობას; 1962-1966წწ მეარმატურე, ინჟმშენის N2 ტრესტი; 1966-1968წწ. ინჟინერი, ინჟმშენის N1 ტრესტი; 1968-1971წწ. ინჟმშენში მეკუჭნავე, საწყობის გამგე; 1971-1978წწ. თბილმეტალბაზა, უფროსი მეკუჭნაევე; 1976-1987წწ. თბილმეტალბაზა, საწყობის გამგე, დირექტორის მოადგილე, მთ. ინჟინრის მოადგილე; 1987-1988წწ. მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კომიტეტი, განყოფილების გამგე; 1988-1992წწ. "საქლითონმომარაგება", განყოფილების გამგე, გენდირექტორის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N63 აბაშის საარჩევნო ოლქი; 1997-2002წწ. "საქლითონი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2002-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი, N63 აბაშის საარჩევნო ოლქი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 187

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2002-2004)

გააზიარე: