The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დემურიშვილი

გიორგი დემურიშვილი
სხვა სახელი:გიორგი დემუროვი
დაბადების თარიღი:1854
გარდაცვ. თარიღი:1930  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

გიორგი დემურიშვილმა ხელობა ტომპსონის ლითოგრაფიაში შეისწავლა, 16 წლისა კი უკვე კარგ სპეციალისტად იყო აღიარებული. 1876 წელს მან თბილისში გახსნა საკუთარი ლითოგრაფია (ეს იყო ქართველის მიერ გახსნილი პირველი ლითოგრაფია). 1889 წელს ბაქოში, 1899 წელს სამარყანდში, ხოლო 1907 წელს აშხაბადში დააარსა თავის კერძო ლითოგრაფიული საწარმოები, სადაც დასაქმებული ჰყავდა 150 თანამშრომელი, ბევრს შეასწავლა ლითოგრაფიის ხელობა. 1903-1904 წლებში სამარყანდში გამოსცა პირველი გაზეთი - "Самаркандец". აშხაბადში ააშენებინა ელექტროსადგური. ქვაზე ხატვისა და ბეჭდვის სპეციალისტი, პირველი ქართველი ლითოგრაფი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.858


გააზიარე: