The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სარდიონ დალაქიშვილი

დაბადების თარიღი:9 მარტი, 1844
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1929  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის ოთხკლასიანი სასწავლებელი.

მსახურობდა ქუთაისის გუბერნიის მმართველობაში. 1874-1896წწ. იყო ქუთაისის, რაჭის, ლეჩხუმისა და ალპანას ბოქაული, 1896 წლიდან კი სვანეთის. სვანეთში ბოქაულად მუშაობის დროს გაიყვანა საურმე და საცალფეხო გზები, გახსნა 12 სკოლა, მისივე გეგმით ლაშხეთიდან ორბელამდე გაყვანილ იქნა გზა, ასევე ლენტეხში გვირაბების გაჭრით ღელის გზა, რომელმაც საგრძნობლად შეამოკლა მანძილი სვანეთსა და ლეჩხუმს შორის. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მოსახლეობის კულტურულ და საზოგადოებრივ განვითარებას, მისი უშუალო მითითებით სამრევლო სკოლებში სწავლა მიმდინარეობდა ქართულ ენაზე. 1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე, სვანეთის ბოქაულმა სარდიონ დალაქიშვილმა საზოგადოებას საჩუქრად გადასცა მესტიაში აღმოჩენილი ნივთები: შუბის წვერი, ხანჯალი, ცულის პირი და სხვ. ბოქაული (საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე). რევოლუციონერ აკაკი დალაქიშვილის მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.837


გააზიარე: