The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დევაძე

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 1933  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა, მწერალი

ბიოგრაფია

1900-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა მუშათა განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას, აწყოდა საიდუმლო სამხედრო-საბრძოლო კრებებს და ფარულ შეკრებებს. 1905 წლიდან სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში მუშაობდა მემანქანეთა წარმომადგენლად, ებარა პარტიული ბეჭედი, თანხა და სხვ. იყო პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1905 წლის ბოლოს შორაპანში, ყაჩაღების თავდასხმას ძლივს გადაურჩა. 1906-1912 წლებშიც აგრძელებდა არალეგალურ მუშაობას. 1913 წელს დააკავეს დუშეთის წითელარმიელებისათვის იარაღის მიწოდების ბრალდებით, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს და გაანთავისუფლეს. 1917 წლიდან აქვეყნებდა ლექსებსა და წერილებს ჟურნალ-გაზეთებში: "ხალხის თავისუფლება", "თეატრი და ცხოვრება" და სხვ. ქართველ მუშთა წრეში  ცნობილი იყო მისი ლექსი "ხმა მამულისა". რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.845


გააზიარე: