The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით დევიძე

Date of birth:1861
Date of death:27 May, 1939  (at 78 years)
Category:Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: დიდი ჯიხაიში, ხონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.

1881 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარიაში მოიპოვა დაწყებითი სკოლის მასწავლებლის წოდება და მასწავლებლად გამწესდა რაჭაში. 1882 წელს მუშაობდა სოფელ სვირში, 1884 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში. 1905 წლიდან იყო ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში აღმზრდელის თანაშემწე. 1921 წელს დაბრუნდა დიდ ჯიხაიშში და ამ სოფლის სამწლიანი სკოლა მისი მონდომებით ხუთწლიან სასწავლებლად გადაკეთდა. 1896 წელს გახსნა ქალთა დაწყებითი სკოლა აბრეშუმსაქსოვი განყოფილებით. 1901 წელს ხელმძღვანელობდა ქსენონის (სახლი ავადმყოფთათვის) გახსნას, დაარსა სასოფლო ბანკი, წიგნთსაცავი, სამკითხველო და სხვ. დიდ მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ სოფლებში სასკოლო მშენებლობებსა და ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების გახსნაში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.848

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

Share: