The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დელბა

მიხეილ დელბა
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1905
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 1992  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აძიუბჟა, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმი; ნ. კრუპსკაიას სახელობის კომუნისტური აღზრდის აკადემია 1930 წელს.

1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1937-1938წწ. იყო აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო კომისარი; 1938-1948წწ. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე; 1948-1953წწ. ფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; არჩეული იყო სსრკ და საქართველოს სსრ პირველი და მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1950 წელს აირჩიეს მესამედ. იყო საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის და საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრი. წერდა და აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წერილებს.  მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.852

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1938-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
    სამამულო ომის წლებში მთავრობის დავალებათა წარმატებით შესრულებისათვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: