The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კახიძე

გურამ კახიძე
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:16 აგვისტო, 2008  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1951-1960წწ. მუ­შაობ­და სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში კოსმოსური სხივების ლა­ბო­რატო­რია­ში სხვა­და­სხვა თანამდებობაზე; 1960-1962წწ. ამავე ლაბორატორიის გამგედ; მონაწილეობდა სამეცნიერო აპარატურის, კერძოდ, მაგნიტური სპექტრომეტრის შექმნაში იალბუზის კოსმოსური სხივების შემსწავლელი სადგურისთვის; 1963-1974წწ. მოსკოვის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (НИИЯФ МГУ) იკვლევდა მაღალი ენერგიების პირველად კოსმოსურ გა­მო­სხი­ვებას დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე; 1970-1986წწ. შეიმუშავა, დაამზადა და გამოიკვლია სამეცნიერო აპარატურა, რომელიც დაიდგა "პროტონ" სერიის დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე, მათ შორის წილადმუხტიანი კვარკების და მაგნიტური მონოპოლების არსებობის შესამოწმებლად; 1974-1993წწ. მუ­შა­ობ­და აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად; 1971-1978წწ. კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის (მოსკოვი) ლაბორატორიის გამგედ, სადაც "კოსმოს" სერიის დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე იკვლევდნენ კოსმოსურ გამა-აფეთქებებისას წარმო­ქმნილ ახლადაღმო­ჩენილ გამო­სხი­ვე­ბას; 1979 წელს "კოსმოს-1106" დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე შესრულებული გაზომვებით დადგინდა დედამიწის მაგნიტოსფეროში პოზიტრონული სარტყლის არსებობა; 1986 წელს მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და დამზადდა სამეცნიერო აპარატურის კომპლექსი ორბიტალური სადგურისათვის МИР; 1992-2008წწ. მუშა­ობ­და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად; 1995 წლიდან მონაწილეობდა საერთაშორისო კოსმოსურ ორბიტალურ სადგურზე მიმდინარე კვლევებში; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება რენტგენისა და გამა-გამოსხივების კოსმოსური წყაროების შესწავლას, შესაბამისი აპარატურის შემუშავებასა და დამზადებას. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 602


გააზიარე: