The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა კახნიაშვილი

ოფიციალური სახელი:ავთანდილ კახნიაშვილი
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1928
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 1983  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

და­ამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის ­სპეციალობით 1950 წელს.

1950-1959წწ. მუ­შა­ობ­და "სოფლ­პროექტსა" და "სოფლსახპრო­ექტში"; 1959 წლიდან "საქსახწყალპროექტში"; მი­სი ხელმძღვანელობით შეიქმ­ნა მსო­ფლიოში პირველი კონტეინერული პნევმატიკური ტრანსპორტის ხაზი. ავტორია 35 გამოგონებისა, რომელთაგან 14 დაპატენტებულია იაპონიაში, აგრეთვე აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრან­გეთი); იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის პირველი კონფერანსიე (ა. გელოვანთან ერთად).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 604

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - სა­ქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

გააზიარე: