The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამზირა ლაღიძე

ლამზირა ლაღიძე
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1975 წელს. 1980-1983წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი.

1975-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეტეოროლოგია-კიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრა, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი, მოწვეული პედაგოგი; 2009-20014წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან ასოცირებული პროფესორი. ძირითადი სამეცნიერო ინტერესები - მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია, ატმოსფეროს ეკოლოგია, კლიმატის ცვლილება, რადომეტეოროლოგია, კლიმატური რესურსები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ულტრამოკლე რადიოტალღების გავრცელების მეტეოროლოგიური პირობები ამიერკავკასიის ტერიტორიაზე", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.167-168; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: