The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარპეზ დონაძე

სხვა სახელი:კ-ნი  (ფსევდონიმი)
კარდონი  (ფსევდონიმი)
ლიხაურელი  (ფსევდონიმი)
ოზურგეთელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1901  (123 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1923 წლიდან თბილისის სხვადასხვა სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, გერმანულ ენას, კალიგრაფიას და კორესპონდენციას. 1942 წელს ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი ქართული ლიტერატურის სპეციალობით. 1944 წლიდან ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ახალ ქართულ და საბჭოთა ლიტერატურაში. გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა ხელნაწერი ჟურნალის "შხეფის" გამოცემაში. სტუდენტობიდანვე თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან, აქვეყნებდა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ხასიათის კორესპონდენციებს, ლიტერატურულ-კრიტიკულ და მეთოდურ წერილებს, რეცენზიებს, ბიოგრაფიულ ნარკვევებს, თარგმანებს (თარგმნიდა პუშკინს) და სხვ. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.884

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: