The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ კახნიაშვილი

თინათინ კახნიაშვილი
Date of birth:29 October, 1962  (62 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1984 წელს.

1988 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერმკვლევრად; 1999 წლიდან პ. ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის (ФИАН, მოსკოვი) ასტრო-კოსმოსურ ცენტრში მიწვეულ მკვლევრად. 2008 წლიდან ილიას სა­ხელმწ. უნივერსიტეტის პროფესორია; 2000-2003წწ. მუშაობდა მიწვეულ პროფესორად რატგერსის (აშშ) და ჟენევის (შვეიცარია) უნივერსიტეტებში; 2005-2006წწ. პროფესორ-მკლევრად კანზასის (აშშ) სა­ხელმწიფო უნივერსიტეტში; 2006 წლიდან არის ლაურენტიან უნივერსიტეტის (კანადა) საპატიო პროფესორი; 2009 წლიდან კარნეგი მელო­ნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ-მკვლე­ვარი; მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს კოსმოლოგიასა და ასტროფიზიკას; დაადგინა პირველადი მაგნიტური ველების ევოლუციის ­კანონზომიერებები სამ­ყაროს გაფართოებისას, გამო­ითვალა კოსმოლოგიური ფაზური გადასვლებისას გენერირებული გრავიტაციული ტალღების მახასიათებლები. არის ათე­ულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო ფონდის გრანტი (მ. შ. NASA-ს სამწლიანი გრანტი, 2010, National Science Foundation-ის გრანტი, 2016 და სხვ.). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999, მოსკოვი; 2002, თბილისი), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 605; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: aculty.iliauni.edu.ge


Share: