The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კევლიშვილი

დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1920
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1995  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავ­რა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

1943 წლიდან იყო ევაკოჰოსპიტლების წამყვანი ქირურგი; 1948 წლიდან ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; 1951-1961წწ. ამავე ინსტიტუტში ძვლის ტვინის და ქსოვილთა კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1969-1974წწ. და 1983-1992წწ. ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1974-1983წწ. დირექტორი; იყო მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის, 2 გამოგონების და 2 რაციონალური წინადადების ავტორი. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1972).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 612

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: