შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ლაშხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1958 წელს. 1959 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ უფროს ლაბორანტად, 1960 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1961 წლიდან უფროს ინჟინრად; 1983 წლიდან წამყვან ინჟინრად, ხოლო 1983 წელს დაინიშნა დაბა სიონის (თიანეთის რ-ნი) გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტაციონარის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მონაწილეობდა ინსტიტუტის გლაციოლოგიურ ექსპედიციებში. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.168
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |