შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვ. დორელი![]()
ბიოგრაფია1883-1889წწ. იყო მეჩექმის შეგირდი. 1889 წელს სხვებთან ერთად დააარსა არალეგალური ხელნაწერი ჟურნალი "მუშა" (ამ ჟურნალს გამოცემდა მუშა-ხელოსანთა ხალხოსანთა ჯგუფი, წერდა ლითოგრაფიული სახელოსნოს შეგირდი მ. მეტეხელი, თანამშრომლები იყვნენ : ვასო ყულიჯანაშვილი, ტატო ქუბიაშვილი-რუისელი და სხვ.). ჟურნალი აშუქებდა მუშების, ხელოსნებისა და გლეხების უუფლებო მდგომარეობას და ებრძოდა არსებულ სოციალ-პოლიტიკურ წყობილებას. 1889 წელს გამოვიდა 4 ნომერი, 1890 წელს 4 ნომერი და 1891 წელს 2 ნომერი (ჟურნალის სრული კომპლექტი ინახება დიდი ბრიტანეთის მუზეუმში). ვ. დორელი ამ ჟურნალში ბეჭდავდა ლექსებს, წერილებს და სხვ. წარმოშობით იყო დუშეთიდან. ხელოსანი, პროპაგანდისტ-ჟურნალისტი, ხალხოსანი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.887
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |