შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ლეჟავა![]()
ბიოგრაფია1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1941-1946წწ. იმყოფებოდა არმიაში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა გააგრძელა და 1949 წელს დამთავრა გეომორფოლოგიის სპეციალობით. 1948 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1965 წლიდან იყო გეომორფოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს გეომორფოლოგიური აგეგმვა და კარტოგრაფიაში, ზოგად დედამიწათმცოდნეობაში, გეომორფოლოგიაში, გამოყენებით გეოგრაფიაში, საქართველოსა და კავკასიის გეომორფოლოგიაში, ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიაში. 1971-1979წწ. იყო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე საღამოს განყოფილებაზე. შესრულებული აქვს 53 ნაშრომი, რომელთგან 21 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო თემატიკა ეხება ღვარცოფულ პროცესებს, მეწყრებს, ხრამებს, ტერასებს და სხვ. შესრულებულ სამუშაოებს აქვს თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. გეომორფოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.169-170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |