The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ლეფონავა

გივი ლეფონავა
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1934  (90 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:გეოგრაფი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1952 წელს ჩაირიცხა სამხედრო აკადემიაში. მეორე კურსზე მიიღო ოფიცრის წოდება. 1975 წლიდან პოლკოვნიკი. 1959-1988წწ. გერმანიაში, იმიერბაიკალისა და ამიერკავკასიის ოლქების შტაბებში მსახურობდა. 1993 წელს სამსახური დაიწყო შეიარაღებულ ძალებში. იგი ხელმძღვანელობდა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-სამეცნიერო ცენტრს, რომლის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამხედრო გეოგრაფიის საკითხებს, ქვეყნის ტერიტორიის ოპერატიულ დარაიონებას და მის ოპერატიულ მოწყობას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის. 1997 წელს შეიქმნა გენერალური შტაბის სამხედრო გეოგრაფიის სამეცნიერო კომისია, რომლის ხელმძღვალი იყო გივი ლეფონავა. ეს კომისია აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან, სადაც გახსნილი იყო სამხედრო-გეოგრაფიის განყოფილება. ასევე ნაყოფიერი კავშირები იყო გეოგრაფიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტებთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტთან. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დამუშავდა სამხედრო გეოგრაფიის პროგრამა, რომელიც დაიბეჭდა გარკვეული ტირაჟით. 2001 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში იკითხება სამხედრო გეოგრაფიის კურსი. სამხედრო გეოგრაფიის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. პოლკოვნიკი, სამხედრო გეოგრაფიის სპეციალისტი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.171

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: