The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულიკო ლიპარტელიანი

გულიკო ლიპარტელიანი
Date of birth:18 June, 1939  (85 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1962 წელს.

1962-1964წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მხაზველ-კარტოგრაფად; იქვე, 1964-1968 წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ეკონომიკური კარტოგრაფიის სპეციალობით; 1968 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ეკონომიკური გეოგრაფიის, ხოლო 1973 წლიდან კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის ასისტენად, კათედრის გამგის მოადგლედ და დოცენტად; პარალელურად, 1980-2002წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ვ. მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) სოციალური და ეკონომიკური კარტოგრაფირების სექტორის გამგე და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2014 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, პროფესორი; 2011-2014 წწ. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი, პროფესორი; 2013 წლიდან თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორიის  ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მისი მეცნიერული მუშაობის სფეროა თემატური კარტოგრაფია: ცალკეული თემატური რუკების, რუკათა სერიების და კომპლექსური რეგიონული ატლასების შედგენა. ამ საკითხებს ეძღვნება 30-მდე ეკონომიკური და სოციალური შინაარსის რუკა, რუკათა სერია და ატლასი. "საქართველოს სსრ ატლასში" (1964); დაიბეჭდა მისი ავტორობით შედგენილი რამდენიმე რუკა, მ.შ. "ადამიანის დღეგრძელობა" და "ტელეხედვა"; აგრეთვე შედგენილი აქვს ცალკეული ადმინისტრაციული რაიონების რუკათა სერიები და საქართველოს რეგიონების მრეწველობის და მოსახლეობის რუკები სოციალიური და ეკონომიკური განვითარების პროგრამების საფუძველზე, პირველი თემატური დასაკეცი რუკა-ბუკლეტები - "ქართული ჩაი", "ქართული ღვინო". დაამუშავა საქართველოს "წითელი წიგნის" კარტოგრაფიული უზრუნველყოფის ახალი მეთოდიკა და შეადგინა მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს რუკები. მისი მუშაობა სასკოლო გეოგრაფიაში კარტოგრაფიული მეთოდების უფრო აქტიური გამოყენებისათვის აისახა საშუალო სკოლების VIII-IX კლასების საქართველოს გეოგრაფიის სამუშაო რვეულებში (2000 წლიდან). ქართულიდან რუსულ ენაზე თარგმნა IX კლასის სახელმძღვანელო - "სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია" (2002). მისი კონცეფციით და უშუალო მონაწილეობით შედგენილია და 2018 წ. გამოიცა საქართველოს საცნობარო გეოგრაფიული ატლასი. ამჟამად მუშაობს საქართველოს რეგიონების ატლასების შდგენაზე. გეოგრაფიის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემაა - "საქართველოს სსრ აღმოსავლეთ (კახეთის) ეკონომიკური რაიონის კომპლექსური რეგიონალური კარტოგრაფირება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის", დაიცვა 1979 წელს (ქ. კიევი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.172; geography.tsu.ge

Bibliography


Share: