შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ლიფონავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს. გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქვე, 1967-1970წწ. გაიარა გაუსწრებელი ასპირანტურის კურსი პროფ. ლ. მარუაშვილის ხელმძღვანელობით. მის საკანდიდატო ნაშრომში წყალსაცავების ქვაბურების განვითარების ზოგადი კანონზომიერებანიც არის გამოვლენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოკვლევები რელიეფის თანამედროვე გამომეტყველების, წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებაზე. მეცნიერის კვლევის ობიექტი იყო, აგრეთვე, თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები და მათი შედეგები, ვულკანური, გლაციალური და კარსტული რელიეფის შესწავლა. წლების განმავლობაში იგი იკვლევდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მორფოლოგიასა და დინამიკას, წყალსაცავებში მიმდინარე პროცესებს, კოლხეთის ბარის რელიეფს, კარსტულ სიღრუეებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს. სიცოცხლის ბოლო წელს დაამთავრა უნიკალური შრომა - გეომორფოლოგიური ლექსიკონი". გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს წყალსაცავების სანაპირო ზოლისა და ფსკერის რელიეფის ცვალებადობა", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.173 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |