The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კარლო ლიფონავა

კარლო ლიფონავა
Date of birth:27 December, 1938
Date of death:17 February, 1992  (at 53 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს.

გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქვე, 1967-1970წწ. გაიარა გაუსწრებელი ასპირანტურის კურსი პროფ. ლ. მარუაშვილის ხელმძღვანელობით. მის საკანდიდატო ნაშრომში წყალსაცავების ქვაბურების განვითარების ზოგადი კანონზომიერებანიც არის გამოვლენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოკვლევები რელიეფის თანამედროვე გამომეტყველების, წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებაზე. მეცნიერის კვლევის ობიექტი იყო, აგრეთვე, თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები და მათი შედეგები, ვულკანური, გლაციალური და კარსტული რელიეფის შესწავლა. წლების განმავლობაში იგი იკვლევდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მორფოლოგიასა და დინამიკას, წყალსაცავებში მიმდინარე პროცესებს, კოლხეთის ბარის რელიეფს, კარსტულ სიღრუეებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს. სიცოცხლის ბოლო წელს დაამთავრა უნიკალური შრომა - გეომორფოლოგიური ლექსიკონი". გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს წყალსაცავების სანაპირო ზოლისა და ფსკერის რელიეფის ცვალებადობა", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.173

Bibliography


Share: