The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ლოლაძე

დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1911
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 1971  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს.

ჯერ კიდევ 1928 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ობსერვატორიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ტექნიკოსად, მაღალმთიანი მეტეოსადგურების უფროსად, მეტეოროლოგიის ქსელის და თბილისის ობსერვატორიის გამგედ (1930-1939). 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა კაპიტნის ჩინით; 1964 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების ისტორიის ეროვნული ასოციაციის სწავლულ მდივნად. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება საქართველოში მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის განვითარების ისტორიას. მიღებული აქვს პოლონეთის აკადემიის კოპერნიკის ბრინჯაოს მედალი, შილერის ბრინჯაოს მედალი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ოქროს მედალი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტეოროლგია-კლიმატოლოგიის ცოდნის დონე ძველ საქართველოში ზოგიერთი ლიტერატურული ძეგლის მიხედვით", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.173; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.409

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: