Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ ლოლუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1956 წელს. 1957-1966წწ. მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის (ახლა მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე) მხარეთმცოდნეობის კაბინეტში პედაგოგად; 1966 წლიდან მუშაობს ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციაში ჯერ უფროს სამეცნიერო რედაქტორად, 1986 წლიდან გემგედ. იგი აქტიურად მონაწილეობდა პირველი ქართული საბჭოთა თერთმეტ ტომიან უნივერსალური ენციკლოპედიის გამოცემაში, აგრეთვე ენციკლოპედია "საქართველოს" I ტომის (1997), ენციკლოპედია "თბილისის" (2002), "მსოფლიოს სახელმწიფოთა დედაქალაქების" (ცნობარი, 1979), "გამოჩენილი მოგზაურები და ბუნების მკვლევარები"-ის (1989) და სხვ. აღნიშნულ გამოცემებში მის მიერ შედგენილი და რედაქტირებულია არაერთი წერილი. იგი არის საქართველოს ენის სახელმწიფო პალატასთან შექმნილი "გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის" სამთავრობო კომისიის, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო საბჭოსა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი. ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგე. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.174 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |