The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ კეკელიძე

ნოდარ კეკელიძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1930
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 2019  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩოხატაური, ახლანდელი დაბა, ჩოხატაურის მუნიცი­პალიტეტის ცენტრი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1961 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ლაბორატორიისა და კათედრის ხელმძღვანელად;1984-1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის გამგე; 1985-1993წწ. პრორექტორი სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნიერების დარგში; თანამშრომლობდა სო­ხუ­მის ი. ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის უნივერსიტეტთან, ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან და სხვა სამეცნიერო ცენტრებთან; 2009 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; მისი კვლევის ძირითადი სფეროა ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულების ფიზიკა, ტექნოლოგია, ელექტრონიკა, მასალათმცოდნეობა, რადიაციული ფიზიკა, ფიზიკის მეთოდები ეკოლოგიაში. მის მიერ აღმოჩენილია მესრის ორმოდიანი რხევის მოვლენა InP-InAS მყარ ხსნარებში, რომლებიც გამოიყენება მიკრო და ოპტოელექტრონიკაში; მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის უმაღლესი ჯილდო – საპატიო სიგელით, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით (1975, 1976, 1985), ლაიფციგის გამოფენის ოქროს მე­და­ლი და დიპლომი (1977), საქართველოს უმაღლესი განათლების რესპუბლიკური პრემია (1983), საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს პრემია (1996), საქართველოს პრეზიდენტის მადლობის წერილი (2000). არის 9 მონოგრაფიისა და 300-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1984). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 616; ნოდარ კეკელიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mritsu.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები: science.org.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.345; ნოდარ კეკელიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mritsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2018-2019)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდ წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1990 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: