The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათიკო დვალი

დათიკო დვალი
ოფიციალური სახელი:დავით დვალი
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1924  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა ონი, ამბროლაურის რაიონი.

1892 წლიდან მუშაობდა თბილისის რკინიგზაში. 1896 წელს ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში და უკვე 1902 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში. 1905 წლიდან კი თავისი ძმის - ალექსის სახლში მართავდა პარტიულ არალეგალურ კრებებსა და შეხვედრებს, რაშიც მას დიდ დახმარებას უწევდნენ, მეუღლე ვალენტინა ლომთაძე და რძალი რესიმე დვალი, რევოლუციონერთა იარაღს ინახავდა სახლში. 1905 წელს, ამბაკო ჭელიძესთან ერთად თბილისში დააარსა რაჭა-ლეჩხუმის დამხმარე სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი, რომლის გამგეობის წევრიც იყო. განაგებდა პარტიის სალაროსა და ფინანსებს. 1906 და 1909 წლებში დააპატიმრეს, როგორც მებრძოლი რაზმის წევრი და სოციალ-დემოკრატიული, რევოლუციური არალეგალური ლიტერატურის გამავრცელებელი. ამიერკავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლომ ოთხი წლით კატორღა მიუსაჯა, გადასახლებაში გაჰყვა მეუღლეც. 1913 წელს, განთავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად გაგზავნეს ირკუტსკის გუბერნიის ვერხოლენის მაზრის სოფელ უიგალოვოში, სადაც კვლავ აგრძელებდა რევოლუციურ მუშაობას. საბოლოოდ განთავისუფლდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. არჩეული იყო მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. თბილისის რკინიგზის პირველი მარქსისტული  წრის წევრი, რევოლუციონერი, ორგანიზატორი, ზეინკალი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.858


გააზიარე: