Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პიმენ დვალი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი. დაამთვრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1899 წელს ჩაირიცხა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1901 წელს გარიცხეს ქართული ჟურნალ-გაზეთების შენახვისათვის. დაამთავრა საზღვაო-სანაოსნო სასწავლებელი, იმოგზაურა აფრიკაში, მონაწილეობდა ოდესის მეზღვაურთა გაფიცვაში. 1905 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული (ბ) პარტიის წევრი. 1919 წელს არალეგალური რევოლუციური მუშაობისათვის დააპატიმრეს. 1909-1912წწ. მუშაობდა ბაქოს საბაჟოში და ნავთის სარეწებზე, 1912-1918წწ. თბილისის საბაჟოში. 1919 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო ნაწილის გამგის მოადგილე, ხოლო საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების დღიდან რაჭის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, 1922-1923წწ. ლეჩხუმის, ხოლო 1924-1926წწ. სვანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე. 1927 წელს იყო გზატკეცილების სამმართველოს ქუთაისის დისტანციის უფროსი, 1928 წლიდან კი თბილისში გზათა კომისრის რწმუნებული და სმუსი-ს სამხედრო-სამრეწველო განყოფილების უფროსი. 1925 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელების ექსპედიციასთან ერთად დალაშქრა ლეღზირის მყინვარი, 1928 წლიდან იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი. სხვებთან ერთად მოაწყო ცენტრალური და დასავლეთ კავკასიონის ექსპედიციები. მუდმივად აქვეყნებდა კორესპონდენციებს გაზეთ "ზარია ვოსტოკაში" სვანეთის ყოფა-ცხოვრების შესახებ. 1929 წელს მონაწილეობა მიიღო გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოწყობილ თეთნულდის ექსპედიციაში, გადაიჩეხა უფრსკულში სიმონ ჯაფარიძესთან ერთად. მესტიელმა მონადირეებმა გადაასვენეს მესტიაში, თავდაპირველად დაიკრძალა იქვე, მდინარე მუხრასა და მესტიაჭალას შორის მდებარე გორაზე. ტურიზმის საზოგადოების ცენტრალური საბჭოს დადგენილებით, 1929 წლის 12 სექტემბერს ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოროლოგიურ სადგურს და კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ეწოდა პიმენ დვალისა და სიმონ ჯაფარიძის სახელი, ასევე დაწესდა მათი სახელობის პრემია. მთამსვლელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.862; it-it.facebook.com Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |