The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი დუმბაძე

დიმიტრი დუმბაძე
სხვა სახელი:D. Шемокмедели  (ფსევდონიმი)
Д.  (ფსევდონიმი)
ბროლი  (ფსევდონიმი)
დ. შემოქმედელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1871
გარდაცვ. თარიღი:4 ოქტომბერი, 1932  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ შემოქმედის სასაფლაო, ოზურგეთის რაიონი.
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებელი, გორის საოსტატო სემინარია 1890 წელს და ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია 1891 წელს. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო ყვარელში მასწავლებლად, 1892-1901წწ. იყო ყვარლის რეალური სასწავლებლის გამგე, 1916 წელს პუშკინის სახელობის გიმნაზიის გამგე თბილისში, 1918 წლიდან მუშაობდა ვაჟთა მეოთხე გიმნაზიაში, ჰიდროგეოლოგიურ და ქიმია-ფარმაცევტულ ტექნიკუმებში ქართული ენის მასწავლებელად. 1924-1930წწ. იყო განათლების სამინისტროს ქართული ენისა და საქმის წარმოების კურსების გამგე. წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში სწავლა-განათლებისა და აღზრდის შესახებ. დიდი ინტერესი გამოიწვია დიმიტრი დუმბაძის სტატიამ "Что такое хороший урок" - "რა არის კარგი გაკვეთილი?" ("Новое обозрение", 1901). 1908 წლიდან მისი რედაქტორობით გამოდიოდა პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ლიტერატურული გაზეთი "Закавказская речь" (1913). პრესაში აქვეყნებდა კავკასიის სასწავლო ოლქისა და განათლების სამმართველოს საიდუმლო ცირკულარებს, რომელიც მიმართული იყო ქართული ენის აღმოფხვრისაკენ, ამის გამო დიმიტრი დუმბაძე გაასამართლეს, რედაქციები დააჯარიმეს და პრესა დააყადაღეს. 1913 წელს პეტროგრადში სახელმწიფო სათათბიროს ქართველ დეპუტატებს პირველდაწყებითი სკოლების შესახებ ვრცელი მასალა გაუგზავნა. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საზოგადო საქმეში, რაც ეხებოდა ქართულ თეატრს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, უნივერსიტეტის შენობის აგებას. იყო ქართული კლუბის მამასახლისთა თავმჯდომარე, 1915 წელს მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის სახალხო მასწავლებელთა კავშირის დაარსებაში (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე). 1917 წელს პ. სურგულაძესთან ერთად შეიმუშავა საქართველოს პრეს-ბიუროს წესდება, 1918 დააარსა ქართული ენისა და საქმის წარმოების პრაქტიკული კურსები და  ჟურნალისტთ საზოგადოება, რის შემდეგაც მწერალ-ჟურნალისტებმა ამ საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. 1913-1927წწ. იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების", ხოლო შემდეგ "წიგნის გამომცემელ ქართველთა საზოგადოების" სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. იყო ქართული გიმნაზიის (ამჟამინდელი თსუ) მშენებლობის კომიტეტის საქმეთა მმართველი და შენობის ზედამხედველი. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ იყო რევოლუციური კომიტეტების კლუბების კომისარი. დიმიტრი დუმბაძის პირადი არქივი 1960 წლის 22 ნოემბრიდან ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.889; manuscript.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: