The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ კელენჯერიძე

ანტონ კელენჯერიძე
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1904
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1997  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვანი, ქუთაისის გუბერნია, ქუთაისის მაზრა (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის II გიმნაზია 1922 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1930 წელს; მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1949 წელს.

1923-1942წწ. მუ­შაობდა გაზეთ "კომუნისტში" რეპორტიორად, პ/მგ მდივნად; 1942-1949წწ. გაზეთ "საბჭოთა აჭა­რის" რედაქტორად; იყო "მთავლიტის" უფროსი (1950); 1951-1956წწ. სა­ქართველოს რადიოკომიტეტის თავმჯდომარე; 1956-1961წწ. საქტელერადიოკომიტეტის პირველი თავმჯდომარე; 1961-1983წწ. თბილისში ვ. ი. ლენინის მუზეუმის დირექტორი; 1996 წლამდე ტელევიზიის საფონდო განყოფილების გამგე. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 618; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.393

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • 1976 - სა­ქართველოს დამსახურებული ჟურ­ნალისტი

ბიბლიოგრაფია

  • გურჯები : ქართველები ირანის 1905-1911 წლების რევოლუციაში (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ. ცკ-ის გამ-ბა, 1975. - 146გვ.
  • ქერჩი, 1942 : ქართველები დიდ სამამულო ომში (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1968. - 82გვ.

გააზიარე: