The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ლორთქიფანიძე

ნიკოლოზ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1937  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშობა დაიწყო თბილისის გიმნაზიის მასწავლებლად. 1923 წელს იგი გადაიყვანეს ბათუმის პედაგოგიურ ტექნიკუმში დირექტორის მოადგილედ და გეოგრაფიის მასწავლებლად. ამავე პერიოდში მუშაობდა აჭარის მხარეთმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. მან დავით ქუთათელაძესთან ერთად შეადგინა V და VI კლასების გეოგრაფიის სახელმძღვანელო. გარკვეულ პერიოდში ლექციებს კითხულობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1931 წელს მუშობა დაიწყო ბათუმის პედაგოგიური სასწავლებლის დირექტორად. 1935 წელს ამ სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი, რომლის ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტის პირველ დეკანად და გეოგრაფიის კათედრის უფროს მასწავლებლად დაინიშნა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის გეოგრაფიული ნარკვევი "აჭარისტანი", "აჭარისტანის ფიზიკური გეოგრაფია", აჭარის რუკები, რამდენიმე გეოგრაფიის სახელმღვანელო საშუალო სკოლებისათვის. 1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.176

ბიბლიოგრაფია

  • გეოგრაფია : სახელმძღვანელო აჭარისტანის სკოლების მე-III კლასისათვის (ავტორი). - ბათომი, აჭარ. სახელგამის გა-მა და სტ. -ლით., 1935. - 90გვ.
  • აჭარისტანი : გეოგრაფიული ნარკვევები (ავტორი). - ბათომი, აჭარისტანის საექსკურსიო ტურისტ. ბიუროს გამოც., 1928. - 101გვ.

გააზიარე: