Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშობა დაიწყო თბილისის გიმნაზიის მასწავლებლად. 1923 წელს იგი გადაიყვანეს ბათუმის პედაგოგიურ ტექნიკუმში დირექტორის მოადგილედ და გეოგრაფიის მასწავლებლად. ამავე პერიოდში მუშაობდა აჭარის მხარეთმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. მან დავით ქუთათელაძესთან ერთად შეადგინა V და VI კლასების გეოგრაფიის სახელმძღვანელო. გარკვეულ პერიოდში ლექციებს კითხულობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1931 წელს მუშობა დაიწყო ბათუმის პედაგოგიური სასწავლებლის დირექტორად. 1935 წელს ამ სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი, რომლის ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტის პირველ დეკანად და გეოგრაფიის კათედრის უფროს მასწავლებლად დაინიშნა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის გეოგრაფიული ნარკვევი "აჭარისტანი", "აჭარისტანის ფიზიკური გეოგრაფია", აჭარის რუკები, რამდენიმე გეოგრაფიის სახელმღვანელო საშუალო სკოლებისათვის. 1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.176 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |