The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნარა ლოჩოშვილი-ლაშხი

გულნარა ლოჩოშვილი-ლაშხი
ოფიციალური სახელი:გულნარა ლოჩოშვილი
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კონტუათი, ხონის რაიონი.

დაამთავრა ხონის პედაგოგიური ტექნიკუმი 1959 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1964 წელს.

მუშაობდა დაიწყო სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უფროს ლაბორანტად, უფროს მასწავლებლად. საათობრივი ანაზღაურებით ლექციებს კითხულობდა თბილისის მანქანათმშენებლობისა და უნივერსიტეტ "აჭარაში". ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პედაგოგიურ პრაქტიკას, აგრეთე საველე და საწარმოო პრაქტიკებს. ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობივ სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციებს. პედაგოგიურ მუშობასთან ერთად ეწევა სამეცნიერო მუშაობას. გამოქვეყნებული აქვს 25-მდე ნაშრომი საქართველოს სუბტროპიკული ზონის მოსახლეობის მომსახურების გეოგრაფიის საკითხებზე. მისი თანაავტორობით შედგენილია სასწავლო-საველე პრაქტიკის და საზღვარგარეთის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის სასწავლო პროგრამები. თანაავტორია მაქსაკოვსკის "მსოფლიო გეოგრაფიული სურათის" თარგმნისა (2002). წლების მანძილზე იყო კათედრის სწავლული მდივანი, ფაკულტეტის ქალთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი კალათბურთში. მიღებული აქვს ფასიანი საჩუქრები, სიგელები.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.177


გააზიარე: