შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მათურელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჟებოტა, თიანეთის რაიონი. 1923-1930წწ. მუშაობდა სოფ. ჟებოტაში მასწავლებლად. 1935 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1936-1938წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი პროფ. ბესარიონ ყავრიშვილის ხელმძღვანელობით. 1938-1882წწ. მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სხვადასხვა წლებში იყო კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი. გამოქვეყნებული შრომები შეეხება საქართველოს რეგიონების ლანდშაფტურ დახასიათებას. პირველი ნაშრომი სწორედ თბილისის ლანდშაფტურ დახასიათებას ეხებოდა. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი ახალი ათონის მიდამოების კარსტულ მღვიმეებზე და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სოხუმის მიდამოების ლანდშაფტური დახასიათება", დაიცვა 1951 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.178
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |