The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი კერესელიძე

გიორგი კერესელიძე
Date of birth:17 March, 1885
Date of death:1960  (at 74 years)
Burial location:ვეზინეს სასაფლაო, საფრანგე­თი
Category:Politician, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

პოლიტიკური და სა­ზოგადო მოღვაწე, სა­ქარ­თველოს ეროვნულ-განმათლებელი მოძრაობისა და ქარ­თული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი, ლ. კერესელიძის ძმა. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ დაწყებულ რეაქციას გაერიდა და 1906 წელს ცოლ-შვილთან ერთად წავიდა შვეიცარიაში, სადაც ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მალე რუსეთმა პოლიტიკური საქმიანობის გამო ძმები კერესელიძეების გადაცემა მოითხოვა; შვეიცარიის სასამართლოზე ბელგიელმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო სამართალმცოდნე ერნესტ ნისმა მათ დასაცავად წარმოთქვა სიტყვა: რომელშიც აღნიშნა, რომ რუსეთმა დაარღვია 1783 წლის ხელშეკრულება, ამიტომ ქართველთა ყველა ქმედება პოლიტიკური ბრძოლაა და დაუშვებელია ძმების რუსეთისათვის გადაცემა; სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა; 1910 წელს მან პ. სურგულაძის თაოსნობით დაფუძნებული "ქართველ სეპარატისტთა ჟენევის ჯგუ­ფის" წევრი გახდა; 1913-1914წწ. მათ დააარსეს ჟურნალი "თავისუფალი სა­ქარ­თვე­ლო", რომლისის ერთ-ერთი რედაქ­ტორი იყო გიორგი კერესელიძე; ჯგუფის წევრები გერმანიას თვლიდნენ ყველაზე რეალურ ძალად, რომელსაც შეეძლო სა­ქარ­თვე­ლოს დახმარება. ამიტომ I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დაუკავშირდნენ გერმანიის მმართველ წრეებს, ჟე­ნევიდან ბერლინში გადავიდნენ და "საქარ­თვე­ლოს დამოუკიდებ­ლობის ეროვნული კომიტეტი" შექმ­ნეს (პ. სურგულაძე, ძმები ლ. და გ. კერესელიძეები, ნ. ­მაღალა­შვი­ლი, ვ. ჩერქეზი­შვი­ლი, მ. წერეთელი, გ. მაჩაბელი და სხვ.); კერესელიძე რედაქტორობდა კომიტეტის მიერ დაარსებულ "ქარ­თულ გაზეთს" 1916-1918წწ., 1918-1921წწ. იყო სა­ქარ­თველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს, 1919 წლიდან – დამფუძნებელი კრების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ სა­ქარ­თველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ (1921), ის ემიგრაციაში წავიდა. იყო გაზეთ "თეთრი გიორგის" რედაქციის წევრი და ერთ-ერთი ავტორი. II მსოფლიო ომის წლებში (1939-1945) თანამ­შრომლობდა ბერლინში ხელისუფლების მიერ შექმნილ "კავკასიის სამმართველოსთან" (ხელმძღვანელი ვ. ახმეტელი). პოლიტიკური საკითხების გარდა, იღვწოდა ქართველ ტყვეთა გათავისუფლებისათვის.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 627-628; გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალურ ვებგვერდი: kvirispalitra.ge

Member of Organizations

  • ქართველ სეპარატისტთა ჟენევის ჯგუ­ფი, წევრი (1910-)

Share: