შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1972-1974წწ. მუშაობდა მოსკოვის ი. კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში; 1975 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე სხვადასხვა თანამდებობაზე; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა მოლეკულური და ატომური ფიზიკა, დაჯახებათა კვანტური თეორია; ავტორია მრავალი სამეცნიერი ნაშრომისა მათ შორისაა: Correlation of the diabatic molecular orbitals in diatomic quasimolecules, «Journal of Physics B: Atomic, Molecular and Optical Physics», 20, 1981,1987; Analytical expressions for two-Coulomb-centre wavefunctions at large internuclear distances (თანაავტ.: ი. ნოსელიძე, მ. ჩიბისოვი), «Journal of Physics B: Atomic, Molecular and Optical Physics», 36 853, 2003. ფიზიკოს-თეორეტიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2002). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 628
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |