შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უწერა, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი. დაამთაერა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1937 წელს. ჩაირიცხა მოსკოვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტიფიკაციის სასწავლო ინსტიტუტში ასპირანტად. 1941 წლის ივნისში ომის დაწყებიდან მეორე დღესვე გაიწვიეს არმიაში. მონაწილეობდა კავკასიისა და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტების ბრძოლებში მაიორის წოდებით. მძიმედ დაჭრის მემდეგ 1943 წლის მაისიდან იგი გაათავისუფლეს არმიიდან. 1943-1949წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1949-1954წწ. ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად; 1955-1962წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორად; 1962-1971წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე და პრობლემური ლაბორატორიის უფროსი; 1971-1975წწ. სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სამეცნიერო და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; 1975 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიების ლაბორატორიას; მისი ძირითადი შრომები ეხება ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციას. იყო ონისა და ლაითურის საპატიო მოქალაქე, ჰქონდა საკავშირო გამოფენის 2 ოქროს და ვერცხლის მედალი, გამოქვეყნებული 300- მდე მეცნიერული შრომა და 105 საავტორო მოწმობა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962); ინჟინერ-მექანიზატორი, კონსტრუქტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 630; geworld.ge; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 56-57 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |