შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბონდო კეშელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტალერი, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, 1935-1936წწ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მასწავლებლობდა წლების განმავლობაში, მუშაობდა ქუთაისის თეატრში, რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდა კ. მარჯანიშვილი; 1923 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი; 1950 წელს ლექსების პირველი წიგნი. ავტორია ლექსების კრებულებისა: "გულის პასუხი" (1955), "ჩემი რჩეული" (1959), "ვარდის სტუმარი" (1961), "ჩემო კარგო ქვეყანავ" (1965), "ცაო, მაღალო" (1969), "წუთიდან წუთამდე" (1976). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ ენაზე (კრებულები: "მაღლარის ყლორტები", "მაღალი ცა"). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 635 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |