The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი მაისურაძე

გივი მაისურაძე
Date of birth:6 February, 1934  (91 years)
Category:Geographer, Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით 1957 წელს.

1957-1960წწ. მუშაობდა VII რაიონის ექსპედიციაში (მოსკოვის ფილიალი) ტექნიკოს-გეოლოგად; 1960-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეოთხეულ განყოფილებაში; 1980 წლიდან მუშობდა ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო 1995 წლიდან წამყვანი მეცნიერი თანამშრომელია. მისი მეცნიერული მუშაობის სფერო შეეხება მეოთხეულ ნალექების სტრატიგრაფიას, კორელაციას, მეოთხეული პერიოდის პალეოგეოგრაფიას, ახლგაზრდა ვულკანიზმს, პალეომაგნეტიზმს და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გეომორფოლოგიაში, მეოთხეულ გეოლოგიაში, პალეოგეოგრაფიაში. შრომების ნაწილი დაბეჭდილია უცხოეთის გამოცემებში. მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზუმებში (იტალია, კანადა, გერმანია, ჩინეთი, უნგრეთი, თურქეთი, რუსეთი და სხვ.). არის რამდენიმე საზოგადოების წევრი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალციხის ქვაბულის მეოთხეული ნალექები და რელიეფის განვითარების ისტორია", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.178; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.53

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: