The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციალა მაისურაძე

ციალა მაისურაძე
Date of birth:23 August, 1932  (91 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1956 წელს.

სტუდენტობის დროს მონაწილეობდა კონფერენციებში, რომელთა თეზისები დაბეჭდილია. 1957 წლიდან მუშაობდა თბილისის 51-ე საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად; 1960 წელს "პედაგოგიური კითხვის" მე-14 კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა; 1961-1964წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრაზე აკად. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. იმავე წელს სამუშაოდ გადადის იმავე კათედრაზე ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად; 1969-1972წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის II ჰიდროგეოლოგიურ სამმართველოში ინჟინერ-გეომორფოლოგად, ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდეგ მთავარ სპეციალისტად. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. ლიახვის აუზის გეომორფოლოგია", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.178


Share: