შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ კეჩხუაშვილი-ბუჩუკური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკის ფაკულტეტი (პედაგოგები – ლ. გრიგოლია, ი. შარლემანი, ა. ციმაკურიძე, ჰ. ჰრინევსკი) 1938 წელს. 1945 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; 1945-1991წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში; ნამუშევრები: გრაფიკა – "ლაკათხევის მთები", "ნაღვარევის ეკლესია", "ჩარგალი შემოდგომას", "კაიშაურის ველი", "მთიულეთი", "დიაკათხევი", "არაგვის ხეობა", "თმოგვი" (1945-1995); გობელენი – "მინდვრის ყვავილები", "ვარდები", "ფოთოლცვენა", "ფანტაზია" (1977-1997) და სხვა; გამოფენები: რესპუბლიკური სამხატვრო გამოფენა (1967, თბილისი), თბილისელ მხატვარ ქალთა გამოფენა (1972, მოსკოვი), გობელენის გამოფენა (1988, 1990, თბილისი) და სხვა; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს კერძო კოლექციებში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მხატვარი-გრაფიკოსი. მუშაობდა გობელენის დარგშიც. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 636 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |