შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ მამალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1957 წელს; 1964 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული ფრანგული ენის ორწლიანი კურსები. 1957-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ გეოლოგიური სამმართველოს ტეხურის გეოლოგიურ-საძიებო პარტიაში, ლიახვის გეოლოგიურ-აგეგმვით პარტიაში ინჟინერ-გეოლოგად; 1961-1973წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეოთხეული ნალექების შემსწავლელ განყოფილებაში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1973 წლიდან მუშაობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში ჯერ უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, შემდეგ სექტორის ხელმძღვანელად. იკვლევდა კოლხეთის მეოთხეულ ნალექებს, რომელიც საფუძვლად დაედო მის საკვალიფიკაციო ნაშრომს - "კოლხეთის პლეისტოცენური ზღვიური ნალექების სტრატიგრაფია და შავი ზღვის დონის რყევა" (1973). გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება კოლხეთის მეოთხეულ ნალექებს და გეომორფოლოგიური რუკების (ეგზოგენური პროცესები) შედგენას. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.180 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |