The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დავითაშვილი

სხვა სახელი:ედიშეროვი  (ფსევდონიმი)
ლი  (ფსევდონიმი)
ჯან-ბეზარი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:მარტი, 1877
გარდაცვ. თარიღი:5 მარტი, 1917  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერდენის ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორია, მაასის ტყესა და ქალაქ ლიონს შორის ადგილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წრომი, ხაშურის რაიონი.

სწავლობდა გორისა და თბილისის სასულიერო სემინარიებში; დაამთავრა კომერციის შემსწავლელი უმაღლესი კურსები მოსკოვში, ჟენევის აგრონომიული და პარიზის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ელექტროტექნიკის ფაკულტეტები. 1898 წელს იოსებ ჯუღაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა სემინარიელთა არალეგალურ მარქსისტულ წრეებს. სემინარიიდან გამოსვლის შემდეგ სოფელ წრომში ეწეოდა რევოლუციურ აგიტაცია-პროპაგანდას, წერდა და ავრცელებდა პროკლამაციებს. 1902 წლიდან რევოლუციური მუშაობა უკვე თბილისში დაიწყო, სადაც დღიური სამუშაოებით ირჩენდა თავს, ამავე წლიდან დაუპირისპირდა ბათუმელ ოპორტუნისტებს. 1903 წელს ჟენევაში დაუკავშირდა ლენინს, ხოლო 1904 წლიდან ლაიპციგში ლენინს სტალინისაგან მიღებულ წერილებს აწვდიდა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის განხეთქილების დროს ბოლშევიკებს მიემხრო და დავით სულიაშვილთან ერთად უცხოეთიდან რუსეთში აგზავნიდა არალეგალურ ლიტერატურას. 1905 წლის 9 იანვრის "სისხლიანი კვირის" შემდეგ თბილისში დაბრუნდა და როგორც სტალინის მიერ შექმნილი კავკასიის რევოლუციური კავშირის კომიტეტის წევრი, გლეხთა შორის აგიტაცია-პროპაგანდის მიზნით ქვემო ქართლში გაიგზავნა; ქართლში პირველი დემონსტრაციები მისი ხელმძღვანელობით გაიმართა; სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის, ზესტაფონისა და ჭიათურის ბოლშევიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელი, მონაწილეობდა შეიარაღებულ გამოსვლებსა და ბრძოლებში. 1905 წელს, ბოლშევიკთა და მენშევიკთა ორგანიზაციების გაერთიანების შემდეგ, ბოლშევიკური ბიუროს წევრად აირჩიეს. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1899 წელს, წერდა სტატიებს გლეხთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ ("კვალი", 1899, №43, გვ. 738-739; 1900, №28, გვ. 440-441). 1906 წლის 14 ნოემბრიდან 1907 წლის 8 იანვრამდე სტალინთან და მიხა ცხაკაიასთან ერთად ხელმძღვანელობდა პროფკავშირების ბეჭდურ გამოცემას "ახალი დროება"; იყო გაზეთ "დროს" სარედაქციო კოლეგიის წევრი (გაზეთი გამოდიოდა სტალინის ხელმძღვანელობით), ამ გაზეთში გამოქვეყნდა მიხეილ დავითაშვილის წერილი ბოლშევიკებისა და მენშევიკების შესახებ - "მოლიპულ გზაზე" ("დრო", 1907, №3,6,7,13, 17, 20). 1910 წელს, მოსკოვში მიხეილ დავითაშვილის ორგანიზებით მოეწყო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების სხდომა. პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისედ ჩაეწერა საფრანგეთის არმიაში; 1915-1916 წლებში გ. პლეხანოვის "Прызыв"-ში ედიშეროვის ფსევდონიმით გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ეძღვნებოდა გერმანიის იმპერიალიზმის დამხობას და საფრანგეთის გადარჩენას. გმირულად შეეწირა საფრანგეთის ციხე-სიმაგრის - ვერდენის დაცვას. დაიკრძალა დიდი ღირსებითა და პატივით (დაკრძალეს კუბოთი, რაც ბრძოლის ველზე ომის დროს დიდი პატივი იყო, მიანიჭეს რკინის ჯვარი და მაიორის ჩინი), როდესაც საფრანგეთმა მაასის ტყიდან ქალაქ ლიონში გვირაბი გაიყვანა, იმ ადგილას სადაც მიხეილ დავითაშვილის საფლავი იყო, გვირაბის თავზე ოქროს ასოებით დააწერეს "Mishel Davitachvili" -მიშელ დავითაშვილი. რევოლუციონერი, აგიტატორი, პროპაგანდისტი, ორგანიზატორი. სტალინის სემინარიელი ამხანაგი და თანამებრძოლი.  

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ. 829


გააზიარე: