შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა მარგველანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იფრალი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1972წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1972-1976წწ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1976 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის (ფიზიკური გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის) დოცენტად. ავტორია 60-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის, უმაღლესი და საშუალო სკოლების სახელმძღვანელოების და დამხმარე სახელმძღვანელოებისა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. ყვირილას აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, ზესტაფონის ზევით", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.183 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |