The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კაკო მარი

კაკო მარი
Legal name:ივანე მარი
Date of birth:2 November, 1902
Date of death:17 September, 1990  (at 87 years)
Category:Economist, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი.

1928 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლებამდე გაატარა ნაყოფიერი მოღვაწეობა. დიდი ღვაწლი მიუძღვის საზოგადოების მთამსვლურ-მგზავროსნულ სექციის ჩამოყალიბების პერიოდში და შემდეგ "ოპტეს" მუშაობაში. იგი არის ერთ-ერთი მოთავეთაგანი საქართველოში პირველი ალპური კლუბის დაარსებისა. მისი ხელმძღვანელობით ან უშუალო მონაწილეობით ჩატარებულა ასვლები კავკასიონის მწვერვალებზე. 1932 წელს მყინვარწვერი დაიპყრო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ახალი გზით, რომელიც დღემდე ურთულეს მარშრუტად ითვლება. შემდეგ წელს ცნობილ მთამსვლელებთან ერთდ იპყრობს მწვერვალ თეთნულდს. 1935 წელს მყინვარწვერზე ავიდა ქართული დივიზიის ათასეული, სადაც პირველად მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში გაისმა ზარბაზნის ზათქი. ეს ასვლა ითვლება სამხედრო ალპინიზმის საწყისად, რასაც ხელმძღვანელობდნენ ალპინიზმის ინსტრუქტორები დავით წერეთელი და კაკო მარი. ომის პერიოდში კაპიტანი კაკო მარი სათავეში ჩაუდგა მესტიაში ახლად დაარსებულ სამთო მომზადების ოფიცერთა სკოლას. ალპური კლუბის დაარსების დღიდან იგი იყო ამ კლუბის საბჭოსა და პრეზიდიუმის წევრი, ხოლო 1940-1943წწ. აირჩიეს საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარედ, 1947 წელს კი თავმჯდომარის მოადგილედ. 1938 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოში სამთო სამაშველო სამსახურს. მას დიდი წვლილი მიუძღვის მასობრივი ალპინიზმის განვითარებაში. 1938-1939წწ. ჩრდილო ოსეთში მუშაობა დაიწყო ქართულმა მთამსვლურმა ბანაკმა "წეიამ", სადაც იგი დიდი მონდომებით ხელმძღვანელობდა მთამსვლელთა ჯგუფს. სწორედ ამ დროს იქნა დაპყრობილი მთელი რიგი მწვერვალები კავკასიონზე; 1947 წლიდან იგი ხემლძღვანელობს ნამუყვამ-აილამა-წურუნგალას ტრავერსს. 1949 წელს მესტიიდან სხვებთან ერთად დალაშქრა შხელდის მწვერვალები, ხოლო ერთი წლის შემდეგ მეტად რთულ შხელდა-უშბის ტრავერსი. ამ ასვლების შემდეგ სხვებთან ერთად მას საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის საპატიო წოდება მიენიჭა. შემდეგშიც იგი არაერთ მწვერვალზე ავიდა და, ამასთან, ხელმძღვანელობდა მთამსვლური კადრების მომზადებას. გარდა კავკასიონისა, იგი ხელმძღვანელობდა სასიმაღლო ასვლებს პამირშიც (1962). კაკო მარი მთელი თავისი ცხოვრებით დაკავშირებული იყო საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან. იგი იყო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, აქტიური მუშაკი. ასეთი მოღვაწეობისათვის იგი აირჩიეს საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრად (1985). ცნობილი მთამსვლელი, ეკონომისტი, მთამსვლელობის ორგანიზატორი, სამხედრო ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.184;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.536

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
  • სსრკ გეოგრაფიული საზოგადოება, საპატიო წევრი (1985-)

Awards and Honors

  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

Share: