Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლადო კეცხოველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თლია, გორის მაზრა. 1889-1891წწ. სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1891 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. აქვე ჩაება მოსწავლეთა არალეგალურ წრეში. 1893 წლის დეკემბერში ხელმძღვანელობდა სემინარიელთა გაფიცვას, რის გამოც სასწავლებლიდან გარიცხეს; 1894 წელს ჩაირიცხა კიევის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც რევოლუციური საქმიანობისათვის დაითხოვეს (1896) და დააპატიმრეს; 3 თვის შემდეგ საქართველოში გადმოასახლეს და პოლიციის ზედამხედველობა მიუჩინეს. 1897 წელს ფარულად ჩამოვიდა თბილისში და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის "მესამე დასის" წევრი გახდა; 1901 წელს ბაქოში მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა ლენინურ-ისკრული მიმართულების რსდმპ ბაქოს კომიტეტი და არალეგალური სტამბა "ნინა"; 1902 წლის სექტემბერში დააპატიმრეს ბაქოში, შემდეგ გადაიყვანეს თბილისში, მეტეხის ციხეში, სადაც პოლიტიკურ პატიმართა შორის რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა; 1903 წლის 17 აგვისტოს ციხის საკანში მოკლეს. რევოლუციონერი, რსდმპ ლენინურ ისკრული ორგანიზაციების ერთერთი დამაარსებელი სამხრეთ კავკასიაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 636; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |