შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია კეცხოველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. მიღებული ჰქონდა აგრონომიული განათლება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა, ამავე დროს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა ხილ-კენკრის მეურნეობის ინსტიტუტში; 1944 წლიდან იყო საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და კვების მრეწველობის სახალხო კომისარი; 1946-1947წწ. საქართველოს სსრ გემო-კვების მრეწველობის მინისტრი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1947 წლიდან – საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შემდეგ – თავმჯდომარე; 1953 წლიდან საქართველოს სსრ სასურსათო საქონლის მრეწველობის მინისტრი; 1957 წლიდან ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 636-637 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |