The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია კეცხოველი

ზაქარია კეცხოველი
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 1970  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

მიღებული ჰქონდა აგრონომიული განათლება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა, ამავე დროს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა ხილ-კენკრის მეურნეობის ინსტიტუტში; 1944 წლიდან იყო სა­ქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მო­ად­გილე და კვების მრეწველობის სახალხო კომისარი; 1946-1947წწ. სა­ქართველოს სსრ გემო-კვების მრეწველობის მინისტრი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მო­ად­გი­ლე, 1947 წლიდან – სა­ქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მო­ად­გი­ლე, შემდეგ – თავმჯდომარე; 1953 წლიდან სა­ქართველოს სსრ სასურსათო საქონლის მრეწველობის მინისტრი; 1957 წლიდან ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე; მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 636-637

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მინისტრთა საბჭო, თავმჯდომარე (1952-1953)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: