The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სევერიან კეცხოველი

სევერიან კეცხოველი
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:31 მაისი, 1980  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

1926-1930წწ. სწავლობდა თბილისის სა­ხელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (პედაგოგები – გ. გაბა­შვი­ლი, ე. ლანსერე).

1931 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მუშაობდა წიგნის გრაფიკასა და ლითოგრაფიაში, აგრეთვე პორტრეტის ჟანრში. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "აკაკი წერეთლის პორტრეტი" (1933), "ვაჟა-ფშაველა მონადირე" (1933, გ. ლეონიძის სახელობის სა­ქართველოს ლიტერატურის სა­ხელმწიფო მუზეუმი), "ვაჟაფშაველას პორტრეტი" (1938), გრაფიკულად გააფორმა "ვეფხისტყაოსანი" (1947) და სხვა; გრაფიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 637

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - სა­ქარ­თვე­ლოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: