The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა კვალიაშვილი

ვაჟა კვალიაშვილი
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1936  (87 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა სა­ქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის და მეხილეობა-მებოსტნეობის ფაკულტეტი  1959 წელს.

1960-1966წწ. იყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ხიდისთავის (გორის რაიონი) ექსპერიმენტული ბაზის გამგე; 1966-1970წწ. - სკრის საცდელი სადგურის მევენახეობის განყოფილების გამგე; 1971-1973წწ. - გორის რაიონის მთავარი აგრონომი; 1973-1977წწ. - ამავე რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე; 1977-1983წწ. - კასპის რაიკომის პირველი მდივანი; 1980-1985წწ. - სა­ქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1983-2006წწ. - სა­ქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მო­ადგი­ლე სამეცნიერო ნაწილში; 1985-1980 წწ. - უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1989-1991წწ. - ამავე ინსტიტუტის ციტო-გენეტიკის განყოფილების გამგე; 1990-1995წწ. - სკრის საცდელი სადგურის დირექტორი; 2004-2007წწ. - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მემცენარეობის განყოფილების მრავალწლიანი კულტურების სექციის თავმჯდომარე; 2006-2011წწ. მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილებაში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად; 2011-2012წწ. - სა­ქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და 2017 წლიდან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტი მეხილეობის დარგში. მან სელექციონერ ვ. ბესტავაშვილ­თან ერთად გამოიყვანა ატმისა (ვაჟური, მარია ჯორჯანა, წედისური – თეთრი, ყვითელი, წითელი, გორის ყვითელი და სხვ.) და ყურძნის ახალი ჯიშები. ნუგურა და ატენური ყვითელი წარმატებით ინერგება ფერმერულ მეურნეობებში; 2005-2008წწ. გამოყო ატმის 5 ახალი სახეობა: ალექსანდრეს იუბილე, ლალება, ყვითელი საკონსერვო, ალმურა, იუბილე 60, რომლებიც მაღალ­ხარისხოვან პროდუქციას იძლევიან; ყურძნის ჯიშებიდან აღსანი­შნავია ბესტავა­შვი­ლის თეთრა და გორული თეთრი. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა (აქედან 3 გამოგონებაა). მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო  კონფერენციებში,  სამეცნიერო საგრანტო პროექტებში. მოლდავეთის საბჭოთა ენციკლოპედიის  პირველი ტომის რედკოლეგიის წევრი, გამოქვეყნებული აქვს 107 სამეცნიერო ნაშრომი და მრავალი საგაზეთო სატატია. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2002), მეხილე-მევენახე, სელექციონერი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 641; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია: gaas.dsl.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მებაღეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (2005-)
  • მოსკოვის მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (2006-)
  • სა­ქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2009-)
  • სა­ქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2013-)
  • სა­ქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - გორის საპატიო მოქალაქე
  • 1987 - აკადემიკოს ნ. ვავილოვის 100 წლის საიუბილეო მედალი
  • 1977 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის მედალი)
  • 1974 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის მედალი)
  • 1973 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: