შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ კვანჭახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა ვორონეჟის სამხედრო გიმნაზია 1874 წელს; თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი 1878 წელს. 1901 წლამდე მსახურობდა კავკასიის სასწავლო ასეულში და კავკასიის მე-4 მსროლელ ბატალიონში, 1901-1903წწ. ივანგოროდის ქვეით პოლკში; 1877-1978წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის, 1904-1905წწ. რუსეთ-იაპონიისა და 19141918წწ. I მსოფლიო ომებში; 1904 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; 1906-1907წწ. მეთაურობდა ბაქოს გუბერნიის სამხედრო რაიონს; 1907-1913წწ. 206-ე ქვეით პოლკს; 1913-1916წწ. იყო 52-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური; სამოქალაქო ომის დროს მსახურობდა "მოხალისეთა არმიაში". მიღებული აქვს წმინდა გიორგის ოქროს იარაღი, სპარსეთის "ლომისა და მზის" ორდენი. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 649-650 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |